გორილაზი
ჯგუფის კონცერტი ლონდონში, 2010 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი, ბრიტანეთი | |
| ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი ალტერნატიული ჰიპ ჰოპი |
|
| აქტიური | 1998– დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Parlophone, Virgin, EMI, Universal Music Group | |
| ასოციაციები | Blur, Rocketjuice and The Moon, The Good, the Bad & the Queen, The Clash, DRC Music | |
| ვებ-გვერდი | ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| წევრები | ||
| დეიმონ ოლბარნი ჯეიმი ჰიულეტი |
||
გორილაზი (ინგლ. Gorillaz) — ბრიტანული ჯგუფი,რომელიც შედგება ოთხი ვირტუალური წევრისგან. ესენი არიან: Stu-Pot "2D" (ვოკალი, კლავიშები), მერდოკ ნიკელსი (ბასი), ნუდლი (გიტარა, ვოკალი) და რასელ ჰობსი (დასარტყამები, პერკუსია).
გორილაზი დაარსდა 1998 წელს ჯგუფ Blur-ის ლიდერ დეიმონ ოლბარნისა და ანიმატორ ჯეიმი ჰიულეტის მიერ. ვირტუალური ჯგუფი უკრავს ალტერნატიული როკისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკას.
ჯგუფის პირველი ალბომი, 2001 წელს გამოცემული Gorillaz, გაიყიდა 6 მილიონი ასლის ოდენობით და ჯგუფს მოუტანა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ვირტუალურ ჯგუფს. მათი მეორე სტუდიური ალბომი, Demon Days, გამოვიდა 2005 წელს.მასში შესულია ჰიტები „Feel Good Inc.“, „DARE“, „Dirty Harry“ და „Kids With Guns / El Mañana“. ამ ალბომმა ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა შტატებში, ბრიტანეთში - ხუთმაგი, ხოლო „გრემის“ დაჯილდოებაზე მიიღო პრიზი, როგორც საუკეთესო პოპ-თანამშრომლობამ მოწვეული ვოკალებით. მესამე ალბომი, Plastic Beach გამოვიდა 2010 წლის მარტში. შემდეგი პროექტი იყო The Fall - პირველი ალბომი, ჩაწერი iPad-ით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ჯგუფის წევრები
[რედაქტირება] გამოგონილი წევრები
- Stu-Pot "2D" - ვოკალი, კლავიშები (1998-დღემდე)
- მერდოკ ნიკელსი - ბასი (1998-დღემდე)
- ნუდლი - გიტარა, ვოკალი (2000-დღემდე)
- რასელ ჰობსი - დასარტყამები, პერკუსია (1998-დღემდე)
- კიბორგი ნუდლი - გიტარა (2008-დღემდე)
[რედაქტირება] ყოფილი წევრები
- პოლა კრეკერი - გიტარა (1998-2000)
- Del tha Funkee Homosapien - რეპი (1998 - 2002)
[რედაქტირება] დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- Gorillaz (2001)
- Demon Days (2005)
- Plastic Beach (2010)
- The Fall (2010)
[რედაქტირება] გვერდები ინტერნეტში
- Gorillaz.com (ოფიციალური ვებ-გვერდი)
- Fans.Gorillaz.com (ფანების ოფიციალური ვებ-გვერდი)
- Gorillaz-Unofficial.com (არაოფიციალური ვებ-გვერდი, დაწვრილებითი ინფორმაცია და სტატიები)
- Reject False Icons (ოფიციალური ვებ-გვერდი)
- Gorillaz Wiki (ვიკი-სტატია)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||