გორე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული გორე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Senegal Gorée island harbor.jpg
ქვეყანა სენეგალის დროშა სენეგალი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 14°40′01″ ჩ. გ. 17°23′54″ დ. გ. / 14.66694° ჩ. გ. 17.39833° დ. გ. / 14.66694; -17.39833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1978  (მე-2 სესია)
ნომერი 26
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 26
რუს.ინგლ.ფრ.

ილ-დე-გორე (ფრანგ. Île de Gorée - კუნძული გორე) — ქალაქ დაკარის ერთ-ერთი კომუნა სენეგალში. მისი ფართობი 0.182 კმ²-ია. კუნძული მდებარეობს დაკარის ნავსადგურიდან 2 კმ-ის მოშორებით.

2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 1 056 ადამიანს შეადგენს, სიმჭიდროვე 5 802 ადამიანი კმ²-ზე, რაც დაკარის საშუალო სიმჭიდროვის ნახევარია. გორე ყველაზე პატარა და ამავე დროს ყველაზე ნაკლებ დასახლებული კომუნაა დაკარის 19 კონუნას შორის.

გორე ცნობილი დესტინაციაა ატლანტიკური მონებით ვაჭრობით დაინტერესებულ ადამიანებს შორის. მაგრამ მონებით ვაჭრობის უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი სენეგალში მდებარეობდა ჩრდილოეთით, ქალაქ სენ-ლუისთან, გამბიის სამხრეთით, მთავარი მდინარეების ოკეანესთან შესართავთან.

გორე პატარა კუნძლია. მისი სიგრძე 900 მეტრია, სიგანე 350 მ. იგი წარმოადგენდა პატარა პორტს და ევროპელთა დასასხლების არეალს სანაპიროს გასწვრივ. იმის გამო, რომ თითქმის მთლიანად მოკლებულია სასმელ წყალს, კუნძული დაუსახლებელი რჩებოდა ევროპელთა მოსვლამდე. პირველად აქ პორტუგალიელები მოვიდნენ (ახ. წ. 1450 წ.), რომლებმაც დააარსეს პატარა სამლოცველო, მიწას კი სასაფლაოდ იყენებდნენ.

გორე ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობდა მონათა სახლი (ფრანგ. Maison des esclaves), რომელიც 1780–1784 წლებში აფრო-ფრანგულმა მეტისთა ოჯახმა დააარსა. იგი კუნძულის ერთ-ერთი უძველესი სახლია. ამჟამად ის გამოიყენება ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, რათა აჩვენონ მონებით ვაჭრობის საშინელება.

კუნძულის სხვა ღირსშესანიშნაობებს განეკუთვნება მუზეუმები, რომელთაგან ერთი ეძღვნება ქალებს, ერთი სენეგალის ისტორიას და ერთიც ზვას. ტურისტებს შორის ასევე ინტერესს იწვევს XVII საუკუნის გორეს პოლიციის სადგური, გორეს ციხესიმაგრე და პატარა პლაჟი.

1978 წლიდან კუნძული შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გორე&oldid=2398796“-დან