ფერანტე I გონძაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გონძაგა, ფერანტე I)
ფერანტე I გონძაგა.

ფერანტე I გონძაგა (იტალ. Ferrante I Gonzaga; დ. 28 იანვარი, 1507 — გ. 15 ნოემბერი, 1557) — მანტუის მარკიზის ჯანფრანკო II-ის და მისი მეუღლის იზაბელა დ’ესტეს ვაჟი.

ფერანტე სიყმაწვილიდანვე სამხედრო სამსახურში შევიდა და ბრწყინვალე კარიერა გააკეთა. იმპერატორმა კარლ V-ემ იგი თავისი არმიის მთავარსარდლად და 1536 წელს სიცილიის ვიცე-მეფედ დანიშნა. სიცილია ფერანტემ 1546 წელს მილანში გაცვალა და 1555 წლამდე ამ ქალაქს განაგებდა.

1539 წელს ფერანტე I-მა იყიდა გუასტალას საგრაფო. 1529 წელს მან იქორწინა იზაბელა დი კაპუაზე, მოლფეტას პრინჩიპეს ფერდინანდის ასულზე, რომელთანაც სეეძინა ვაჟი ჩეზარე I, მომავალი ამალფის ჰერცოგი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]