გომი (ონის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომი.
სოფელი
გომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°36′52″ ჩ. გ. 43°31′55″ ა. გ. / 42.61444° ჩ. გ. 43.53194° ა. გ. / 42.61444; 43.53194
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 44[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გომი (ონის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გომი (ონის მუნიციპალიტეტი)
გომი (ონის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გომი (ონის მუნიციპალიტეტი)

გომისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეული გომის (სოფლები: გომი, ჯინჭვისი) ცენტრი.[2]

მდებარეობს კედელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გომრულას (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1190 მეტრზე. ქალაქ ონიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის „დოშვერა მთავარანგელოზის“ ნანგრევები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 87 34 53
2014[1] 44 24 20

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]