გომერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომერი (მრავალმნიშვნელოვანი).
გომერი
ებრ. גֹּמֶר
შვილ(ებ)ი აშქენაზი
რიფათი
თოგარმა
ნათესავები მაგოგი
მადაი
იავანი
თუბალი
მეშექი
თირასი

გომერიიაფეთის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.

გომერს ჰყავდა სამი ძე აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან — იბერები.

მეორე ვერსიით, თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი.

ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი — უფლოსია მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლია ბარბაქაძე „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“. თბილისი, 2013 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]