გომბეშოსებრი ხვლიკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გომბეშოსებრი ხვლიკი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Phrynosoma | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
გომბეშოსებრი ხვლიკი, ფრინოზომა (Phrynosoma), ხვლიკების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. სხეული დაფარული აქვს მსხვილი ქერცლით, ხოლო თავის ორივე მხარე და კეფა — მსხვილი რქისებრი ქაცვებით. გვარში 15 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობენ უდაბნო და ნახევრად უდაბნო ვაკეებსა და ზეგნებზე. იკვებებიან მწერებითა და ობობებით. მრავლდებიან კვერცხებით. გომბეშოსებრი ხვლიკების ტიპური წარმომადგენელია 11-13 სმ სიგრძის ფრინოზომა (Phrynosoma cornutum). საფრთხის დროს ფრინოზომა ირინდება ან შემაშინებელ პოზას იღებს. ძლიერი აგზნებისას მას თვალებიდან და ცხვირიდან სისხლის წვეთები სცვივა, რისი მიზეზიც თავში სისხლის წნევის მომატებაა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 212, თბ., 1978
სტატიის