გოლჯის კომპლექსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოლჯის კომპლექსი (გოლჯის აპარატი) - უჯრედის ორგანოიდი, მემბრანული სტრუქტურა, რომელშიც წარმოიქმნება რთული ნაერთებით სავსე ბუშტუკები. გოლჯის კომპლექსის აგებულება ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებში მსგავსია. იგი გლუვი მემბრანებისგან აგებულიგაბრტყელებული ცისტერნების რთული სისტემაა. გოლჯის კომპლექსში წარმოქმნილ ბუშტუკებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლებისაგან წარმოქმნილი ნივთიერებები გროვდება და გამოიყოფა უჯრედის გარეთ, ან გამოიყენება უჯრედში.

გოლჯის კომპლექსში ასევე ფორმირდება ლიზოსომები (ბერძ. "ლიზეო" - ვხსნი, "სომა" - სხეული). გოლჯის აპარატის ცისტერნებში ლიზოსომა ივსება ფერმენტებით და მონაწილეობს უჯრედშიდა მონელების პროცესში.




რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]