გოლდფილს-ესპერანსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გოლდფილს-ესპერანსის მდებარეობა დასავლეთ ავსტრალიაში
გოლდფილს-ესპერანსი — რეგიონი ავსტრალიის შტატ დასავლეთ ავსტრალიაში. იგი მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს ადგილობრივი მმართველობის ზონებს: კულგარდი, დუნდასი, ესპერანსი, კალგურლი-ბოლდერი, ლავერტონი, ლეონორა, მენზისი, ნგანიატჯარაკუ, რავენსთორპი. გოლდფილს-ესპერანსი არის დასავლეთი ავსტრალიის უდიდესი რეგიონი, 771 276 კმ² ფართობით. რეგიონის მოსახლეობა 59 000 კაცია, რომლის დაახლ. ნახევარი ცხოვრობს ქალაქ კალგურლი-ბოლდერში. კლიმატი ძირითადად ცხელი და მშრალია. ყოველწლიური ნალექი 250 მმ-ს ფარგლებშია.
|
|||||
სტატიის