გოთური ომები (535-554)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთური ომები.
გოთური ომები
იუსტინიანე I-ის ომების ნაწილი
Mons Lactarius.jpg
ბრძოლა ვეზუვთან (553 წ.)
თარიღი 535-554
მდებარეობა იტალია და დალმაცია
შედეგი ბიზანტიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
იტალია შეუერთდა ბიზანტიას
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ოსტგუთები, ფრანკები
მეთაურები
ველისარიუსი, მუნდი, ნარსესი, გერმანი, ლიბერიუსი თეოდატი, ვიტიგესი, ილდიბადი, ტოტილა, ტეია
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

გოთური ომები — სამხედრო მოქმედებები ერთი მხრივ აღმოსავლეთ რომის იმპერიასა და მეორე მხრივ ოსტგუთებსა (იტალია) და ვესტგუთებს შორის (ესპანეთი). ომი მიმდინარეობდა აპენინის ნახევარკუნძულზე (იტალია) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში (დალმაცია).

ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა, მას შემდეგ, რაც მოაგვარა სიტუაცია იმპერიის აღმოსავლეთ საზღვართან (საუკუნო ზავი), გადაწყვიტა აღედგინა კონსტანტინოპოლის კონტროლი ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიაზე მდებარე ბარბაროსულ სახელმწიფოებზე. 534 წელს ვანდალების სახელმწიფოს სწრაფი აღების შემდეგ, დაიწყო ბრძოლა ოსტგუთების სამეფოს წინააღმდეგ.

535 წელს ვესტგუთების მეფე თეოდატმა დაამხო ბიზანტიელების მოკავშირე ამალასუნთას ხელისუფლება და იგი დაახრჩობინა. ეს მკვლელობა იუსტინიანე I-მა იტალიაში ოსტგუთების წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად გამოიყენა.

ომი გრძელდებოდა თითქმის 20 წელი და დამთავრდა ბიზანტიის სრული გამარჯვებით. ომის შედეგად იტალია შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]