გოვარდჰანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიშნა წევს მთა გოვარდჰანას.
შუასაუკუნეების მინიატიურა

გოვარდჰანა (სანსკ. गोवर्धन govardhana ”ძროხებისთვის სიკეთის მომტანი”) - მთა ვრინდავანში, უტარ-პრადეში, ინდოეთი. გოვარდჰანა დიდ როლს თამაშობს ინდუიზმში, კერძოდ კრიშნასთან დაკავშირებულ ლეგენდებში.

ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს, რომ გადაუღებელმა წვიმამ ვრინადავანის მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. მათ დასაცავად ბავშვმა-კრიშნამ მთა ცალი თითით აწია და ქოლგასავით გადაახურა სოფელს.

წელიწადში ერთხელ მორწმუნენი აცხობენ ჰალვის უზარმაზარ მთას, რთავენ ყვავილებით და ვერცხლის ქაღალდით, ცეკვა-სიმღერით უვლიან მას და შემდეგ მიირთმევენ ”მთა გოვარდჰანას”.