გოდორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოდორიწნელით, ზოგჯერ ტკეჩით მოწნული მაღალი, ყურიანი, მრგვალი ან ოთხუთხედი ჭურჭელი. იყენებენ ხილის, ბოსტნეული კულტურების, ჩაის ფოთლის, საქონლის საკვების და სხვა გადასაზიდად. ზოგ მაღალმთიან რაიონში (მაგ., მთიულეთში) მარცვლეულის შესანახად ხმარობენ თიხით ამოლესილ გოდორს. გოდრის ტევადობა სხვადასხვანაირია (უმეტესად 2-15 ფუთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]