გობისცხვირა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გობისცხვირა
Prunella-vulgaris.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნლანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: გობისცხვირა
ლათინური სახელი
Prunella
დაცვის სტატუსი

გობისცხვირა (Prunella), მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახებია. აქვთ საპირისპიროდ განლაგებული ფოთლები, კენწრულ თავთავისებრ ყვავილედად შეკრებილი იისფერი, თეთრი ან მოზვითალო ყვავილები. ევროპაში ველურად იზრდება გობისცხვირას 15 სახეობა. ყირიმსა და კავკასიაში — 3 სახეობაა; საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული. თაფლოვანი მცენარეებია. Prunella laciniata-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 195, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე