გმირი დედა (ორდენი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"გმირი დედის" ორდენი

"გმირი დედა" (რუს."Мать-героиня"), საპატიო წოდება და ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1944 წლის 8 ივლისს. "გმირის დედის" წოდებას ანიჭებდნენ დედებს, რომელთაც შობეს და აღზარდეს 10 შვილი; ამასთანავე მათ გადასცემდნენ "გმირი დედის" ორდენსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელს. ორდენი - ვერცხლის სხივების ფონზე ამობურცული ოქროს ხუთქიმიანი ვარსკვლავი - მკერდის მარცხენა მხარეს მაგრდება წითლად მომინანქრებული ფიგურული ლითონის ფირფიტით. დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ "გმირი დედის" ორდენი, ორდენის წიგნაკი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი სამახსოვროდ რჩება გარდაცვლილის ოჯახს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 192-193, თბ., 1978