გმირები არ კვდებიან (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გმირები არ კვდებიან
Мемориальный комплекс «Герои не умирают»
კოორდინატები 49°13′56″N 41°49′07″E / 49.23209° ჩ. გ. 41.81872° ა. გ. / 49.23209; 41.81872
მდებარეობა ბოკოვსკაია, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი ლუგანსკის სამხატვრო ფონდი
მასალა ბრინჯაო
თარიღდება 1983
გარე სურათები
მემორიალური კომპლექსი „გმირები არ კვდებიან“
ი. ტელეჩენკოს ბიუსტი

გმირები არ კვდებიან (რუს. Мемориальный комплекс «Герои не умирают») — მემორიალური კომპლექსი ბოკოვსკაიის რაიონის სტანიცა ბოკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი: როსტოვის ოლქი, ბოკოვსკაიის რაიონი, სტანიცა ბოკოვსკაია, ჩკალოვის ქუჩა № 65-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბოკოვსკის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლები. საბჭოთა არმიამ მძიმე დანაკარგი განიცადა, მაგრამ გამარჯვებას მაინც მიაღწია. ბოკოვსკის რაიონის ბრძოლამ დასაბამი მისცა სტალინგრადის ბრძოლას, სიდანაც წითელმა არმიამ დაიწყო გერმანელებზე აქტიური შეტევა.

1983 წელს სტანიცა ბოკოვსკაიაში გაიხსნა მემორიალური კომპლექსი „გმირები არ კვდებიან“, რომელიც ეძღვნება ბოკოვსკს რაიონში 1942 წლის ივლის-დეკემბერში მიმდინარე განმათავისუფლებელი ომის მსხვერპლთა ხსოვნას. მემორიალური კომპლექსი შეიქმნა ლუგანსკის სამხატვრო ფონდის კოლექტივის მიერ.

მემორიალურ კომპლექსზე გამოსახულია საბჭოთა კავშირის გმირების ბიუსტები. კერძოდ:

  • ნიკოლაი სერგეევი (1908-1942 წწ.) — 1942 წლის 16-17 დეკემბერს ხუტორ ასტახოვის რაიონში ჩაება ბრძოლებში. პირველი შეტევის დროს გაანადგურა მტრის ორი ბატარეა და 6 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი. ტანკსაწინააღმდეგო დანადგარზე თავდასხმის დროს სერგეევის ტანკს ცეცხლი წაუკიდეს. ოფიცერი დამწვარი ფეხხებით გადაჯდა მეორე ტანკზე და კვლავ შეტევაზე ადავიდა. მეორე შეტევის დროს ხუტორი ასტახოვი გაათავისუფლეს.
  • ბორის ივანოვი (1923-1981 წწ.).
  • ნურკენ აბდიროვი (1919-194 წწ.) — თვითმფრინავით Ил-2 აბდიროვმა მოწინააღმდეგის რამდენიმე ტანკი გაანადგურა 1942 წლის 19 დეკემბერს სოფელ კონკოვთან მისი თვითმფრინავი დაიწვა.
  • ტიმოთე პოზოლოტინი (1908-1943 წწ.).
  • ალექსანდრე სოლოვიოვი (1907-1942 წწ.) — დაიღუპა საბრძოლო დავალების დროს ბოკოვსკაიის რაიონში. ჩამოაგდო მოწინააღმდეგის სამი თვითმფრინავი.
  • იაკობ ტელეჩენკო (1913-1973 წწ.) — როსტოვის ოლქის ბოკოვსკაიის რაიონის ხუტორ პონომარევკის მცხოვრები. მისი ბიუსტი არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მას ეს სტატუსი მიენიჭა როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილების მიხედვით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალი წარმოადგენს ბეტონის კედელს, რომელზეც არის წარწერა „Герои не умирают“, წარწერის მაღლა კი „1941-1945“. კედლის წინ კვარცხლბეკებზე დგას საბჭოთა კავშირის გმირების ბიუსტები. ტერიტორია კომპლექსის გარშემო კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]