გლუვბალნიანი კოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლუვბალნიანი კოლი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 18-30 კგ.
სიმაღლე 51-61 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გლუვბალნიანი კოლი (ინგლ. Smooth Collie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ეს ჯიში მომდინარეობს 1973 წელს დაბადებული სამფერიანი ლეკვისგან, სახელად ტრეფოლდი. გლუვბალნიან კოლის აქვს ასევე გრეიჰაუნდის სისხლიც. დიდი ხნის განმავლობაში გლუვბალნიანი და გრძელბალნიანი კოლი ერთ ჯიშად ითვლებოდა, რადგან გრძელბალნიან კოლის ზოგჯერ უჩნდება გლუვბალნიანი ლეკვები. თუმცა დღესდღეობით ორივე ჯიში აღიარებულია, რადგან გამოვლინდა მათ შორის გენეტიკური განსხვავებები. გლუვბალნიანი კოლი ისე პოპულარული არ არის, როგორც გრძელბალნიანი და ძალიან იშვიათად გვხვდება დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.

ის უფრო მშიშარაა ვიდრე მისი ახლო ნათესავი. მიუხედავად ამისა, ის კარგი კომპანიონია, რომელიც სწრაფად ეჩვევა ქალაქში ცხოვრებას. ძნელად უძლებს სიცხეს, კარგად ეგუება სიცივეს და ბავშვებს. ადვილად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. გლუვბალნიან კოლის აქვს წაგრძელებული დრუნჩი, აწეული ყურები, დაკუნთული თეძოები. წინა ფეხები გრძელი და ვიწროა, უკანა ფეხები გრძელი და დაკუნთულია. ბალანი მოკლე და გლუვია. სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს კრემისფერი თეთრით, მარმარილოსფერი (ბლუ-მერლი), სამფერი (შავი, ჟღალი, თეთრი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]