გლიზე 581 e

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლნეტა «გლიზე 581 ე»-ს წარმოსახვითი ნახატი

გლიზე 581 ე ( ინგლ. Gliese) — მეოთხე ექსტრასოლარული პლანეტა, რომელიც აღმოაჩინეს გლიზე 581-ის გარშემო 2009 წლის 21 აპრილს. გლიზე 581 წარმოადგენს M3V ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც პლანეტა დედამიწიდან 20 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს სასწორის თანავარსკვლავედში. გლიზე 581 ე-ს საერთო მასა მინიმუმ 1.9 დედამიწის მასის ტოლია. ეს არის ყველაზე მცირე ზომის ნორმალური ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ექსტრასოლარული პლანეტა, მასით ყველაზე მსგავსი დედამიწასთან, რომლის ორბიტა დედა ვარსკვლავისაგან დაშორებულია 0.03 ასტრონომიული ერთეულით. ამ პლანეტას, სავარაუდოდ, არ გააჩნია ატმოსფერო, მისი მაღალი ტემპრატურის, მცირე ზომისა და ძლიერი ვარსკვლავური რადიაციის გამო [1] [2] [3] [4].

აღმოჩენა[რედაქტირება]

პლანეტა «გლიზე 581 ე» აღმოაჩინა მეცნიერ მიშელ მაიორის ჯგუფმა, ჟენევის ობსერვატორიაში, (შვეიცარია). მკვლევარებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის სხივის სიჩქარის პლანეტის მაძიებელი ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ესო) 3.6 მეტრიანი ტელესკოპი. კვლევები ტარდებოდა ლა სილას ობერვატორიაში, ჩილეში. აღმოჩენა გამოცხადდა 2009 წლის 21 აპრილს. მაიორის ჯგუფმა გამოიყენა სხივური სიჩქარის მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს ორბიტის სიდიდესა და პლანეტის მასას დედა ვარსკვლავის გრავიტაციაზე დაყრდნობით[1].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Mayor et al. (2009). „The HARPS search for southern extra-solar planets,XVIII. An Earth-mass planet in the GJ 581 planetary system“. J. Astronomy and Astrophysics. 
  2. Rincon, Paul; Amos, Jonathan (2009-04-21). Lightest exoplanet is discovered. BBC.
  3. Two planets identified as most similar to Earth. Los Angeles Times (2009-04-22).
  4. Most Earthlike Planet Yet Found May Have Liquid Oceans. National Geographic (2009-04-21).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: