გლაციოიზოსტაზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის ზედაპირის მოდელი. წითელი ადგილები განიცდიან მყინვარული საფრის აწევას - მოლურჯო ადგილები - განიცდიან დაძირვას

გლაციოიზოსტაზია (ლათ. glacies - ყინული, < ბერძნ. isos - თანაბარი და stasis - მდგომარეობა) — დედამიწის ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობა ძველი და თანამედროვე გამყინვარების ტერიტორიებზე.

ხმელეთის მონაკვეთებისა და კონტინენტური შელფების აწევისა და დაწევის მიზეზი განპირობებულია დედამიწის ქერქის იზოსტატიკური წონასწორობის დარღვევით, მყინვარული დატვირთვის გაჩენითა და გახსნით. თანამედროვე წარმოდგენით, დამატებითი და დიდი დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია გამყინვარების საფართან, იწვევს ქერქქვეშა მასების ჰორიზონტალურ გალღობას გამყინვარების პერიფერიის მხარეებში. ეს ხდება ასთენოსფეროში, რომელიც სიღრმეში ვრცელდება 50-იდან 350 კმ-მდე.

მყინვარული სტრესის მოხსნა იწვევს ქერქქვეშა მასების უკუმოძრაობას.

დადგენილია, რომ ბრიტანეთის კუნძულების, სკანდინავიის ნახევარკუნძულის, კანადისა და სხვა მრავალი მხარეების დეგლაციაციას თან სდევდა ინტენსიური კომპენსაციური ნაწევები, რომელიც ხშირ შემთხვევებში თანადროულ დროშიც გრძელდება.

გლაციოიზოსტატიკური მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია იმ მხარეებში, რომლებიც სულ ახლახან განთავისუფლდნენ მყინვარული საფრისაგან. აქ მათი ჯამური ამპლიტუდა პოსტმყინვარულ დროში შეადგინა 300 მ, ხოლო თანადროული სიჩქარე ადგილ-ადგილ ასწლეულში დადის 1 მ-მდე (შვედეთის სანაპირო, ბოტნიის ყურე).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Левков Э. А. Гляциотектоника. — Минск: Наука и техника, 1980. — 280 с.
  • Райс Р. Дж. Основы геоморфологии / Пер. с англ. под ред. акад. И. П. Герасимова. — М.: Прогресс, 1980. — 574 с.
  • Гросвальд М. Г., Глебова Л. Н. Субтропический Тибетский ледниковый покров (Последнее оледенение Центрально-Азиатского нагорья) // Изв. АН СССР. Сер. географ., 1988. — № 2. — С. 95-106.
  • Никонов А. А. Современные движения земной коры. Изд.2 — М., 2006. — 192 с. (ISBN 5-484-00653-8)
  • Гросвальд М. Г. Оледенение Русского Севера и Северо-Востока в эпоху последнего великого похолодания // Материалы гляциологических исследований, 2009. — Вып. 106. — 152 с.