გლაციალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტემპერატურის ცვლილების სქემა

გლაციალი, მყინვარული ეპოქა (ლათ. glacialis – ყინულისა) — დედამიწის გეოლოგიური ისტორიის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც ინტერგლაციალთან ერთად ქმნის გამყინვარების პერიოდის ძირითად ქვედანაყოფს[1]. დამახასიათებელია კლიმატის ხანგრძლივი, უწყვეტი და ძლიერი აცივება. მყინვარულ ეპოქებს თან სდევს მსოფლიო ოკეანის დონის ვარდნა 100 მ-ით, რაც გამოწვეულია წყლის გარდაქმნით მასიურ ყინულებად ხმელეთის ზედაპირზე.

მყინვარული ეპოქების პერიოდში ფართოვდება მრავალწლოვანი მზრალობის მხარეები.

დადგენილია, რომ უკანასკნელი 800 ათ. წლის განმავლობაში დაფიქსირდა რვა მყინვარული ეპოქა, რომელთაგან თითოეული 70-იდან 90 ათ. წლამდე გაგრძელდა.

გლაციალი და ინტერგლაციალი ერთად ქმნიან საერთო მყინვარულ-გამყინვარებათშორის ციკლს.

სექციების სია

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Геологический словарь, т1, А-Л., М., 1955.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Гляциологический словарь / В. М. Котляков. — М.: Наука, 1984. — 527 с. — 5600 экз.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე