გიული გეგელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიული გეგელია
GiuliGegelia.jpg
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელი გრიგოლ გეგელია
დაიბადა 20 ივლისი, 1942 სენაკი, საქართველო
ნაშრომები
მნიშვნელოვანი შენობები ფოთის საქალაქო სასამართლო
ერეკლე II-ის ქუჩა
სიღნაღის, მცხეთის და ბათუმის ისტორიული ზონების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
აბანოთუბნის მეითარის აბანოს რეკონსტრუქცია
რუსთაველის თეატრის რენოვაცია
ქუთაისის სასამართლოს რეკონსტრუქცია
ჯილდოები და პრემიები საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
2007 წლის საუკეთესო რეალიზებული პროექტი
სიღნაღი რესტავრაცია-რეაბილიტაციის შემდეგ

გიული გეგელია (დ. 20 ივლისი, 1942) — არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქ-პალატის საპატიო წევრი[1], არქიტექტორთა კავშირის ეთიკის საბჭოს წევრი,[2] 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არქიტექტურის დარგში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. სამგზის ნომინირებული სახელმწიფო პრემიაზე. 2008 წელს, პროფესორ გეგელიას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება.[3]

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება]

გიული გეგელია დაიბადა ქალაქ სენაკში, სამეგრელოს მხარეში, საველე ექიმის და შემდგომ მენჯის სანატორიუმის მთავარი ექიმის მაიორ გრიგოლ გეგელიას და ოფთალმოლოგ მარგალიტა ხოჭოლავას ოჯახში. საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ, გეგელიამ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში (მაშინდელი „სპი“) განაგრძო პროფესორ ირაკლი ციციშვილის ხელმძღვანელობით. 1965 წელს მას არქიტექტორის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1966-1998 წწ. გიული გეგელია ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიურ პოსტებზე მოღვაწეობდა, 1998 წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა. გიული გეგელიას უმსახურია მრავალი ჟიურისა და კომისიის წევრად, დამოუკიდებელი არქიტექტურული ექსპერტის რანგით სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო საკითხებში. იგი რეგულარულად აწვდის რჩევებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და საქართველოს განათლების სამინისტროებს, ისეთ საკითხებზე როგორიცაა სხვადასხვა ისტორიული ზონების რეკონსტრუქცია-ადაპტაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუციების არქიტექტურული სტანდარტები. [4] [5] [6]

პროფესორ გეგელიას დაწერილი აქვს 9 ნაშრომი თბილისის ისტორიული ზონების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შესახებ და გამოქვეყნებული აქვს 16 სტატია ქართულ, რუსულ და პოლონურ ენებზე.

გიული გეგელიას ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა ოთარ ჭილაძესთან, გურამ დოჩანაშვილთან, რობერტ სტურუასთან, ნოდარ დუმბაძესთან და ჟიული შარტავასთან.

სქოლიო[რედაქტირება]