გიორგი ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ხუციშვილი
დაბადების სახელი გიორგი ხუციშვილი
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1948
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 4 ოქტომბერი, 2013 (64 წლის)
თბილისი
დაკრძალულია თბილისის საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის პანთეონი
ეროვნება ქართველი
პროფესია ფილოსოფოსი
კონფლიქტოლოგი
საზოგადო მოღვაწე
მშობლები მამა: შოთა ხუციშვილი
დედა: სოფიო (სამიკო) ხუციშვილი

გიორგი ხუციშვილი (დ. 15 ნოემბერი 1948, თბილისი — გ. 4 ოქტომბერი, 2013, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.[1] 1980–1988 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1982–1992 წლებში თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი; 1992–1993 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), 1995–2013 წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: „დრო მშვიდობისა“, „კონფლიქტები და მოლაპარაკებები“, „კონფლიქტის ალტერნატივა“ და სხვა. წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე (1970–1980-იანი წლები). კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას იგი 1990-იანი წლებიდან სიცოცოხლის ბოლომდე ემსახურებოდა.[2] 20 მონოგრაფიის და 72 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური წერილი. მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარებში: „International Directory of Distinguished Leadership“ და „International Who’s Who of Intellectuals“.[1] გარდაიცვალა 2013 წლის 4 ოქტომბერს, 64 წლის ასაკში.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]