გიორგი ხაინდრავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ხაინდრავა

გიორგი ხაინდრავა (დ. 7 ივლისი, 1956, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის ივლისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1979 - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი.
  • 1984 - დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი.
  • 1988-დან - „საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი“ სახელოსნოს ხელმძღვანელი.
  • 1991-დან - შემოქმედებითი სახელოსნოს „ტმს“-ის გენერალური დირექტორი.
  • სხვადასხვა წლებში გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი: „საქართველოს სინამდვილე“, „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“, „ავტოპორტრეტი“, „ზარი“, „სიკეთის ტელეფონი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „რობინსონიადა“, „შავი თვალები“, „ურგა“ და სხვა, რომლებიც აღინიშნენ მნიშვნელოვანი პრიზებით.
  • იყო საქართველოს ე. წ. ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე.
  • 1991 - 1992 წლების „პუტჩის“ აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მეთაური (რისთვისაც დაპატიმრებული იყო კანონიერი ხელისუფლების მიერ). პუტჩის შემდგომ აქტიურად მონაწილეობდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნა-შევიწროებაში.
  • 1992 - 1992 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
  • 1992 - 1993 - სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.
  • 2004, თებერვალი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.
  • 2006, ივლისი - განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.