გიორგი რაჭის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი რაჭის ერისთავი (გ. 1787) — რაჭის ერისთავი 1785-1787 წლებში, როსტომ რაჭის ერისთავის ძე.

1769 წელს, როდესაც სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გიორგი რაჭის ერისთავი ცალი თვალით დააბრმავეს და დაპატიმრეს. იმავე წელს საპყრობილიდან გაიქცა და სტამბოლს შეაფარა თავი. აქ ის სულთნის სამსახურში ჩადგა „ქიორ-ბეგის“ სახელით. 1784 წელს სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1785 წელს იმერეთის მეფემ დავით II-მ გიორგი რაჭის ერისთავი ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 32.
  • სოსელია ო. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973