გიორგი მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჭავარიანი.

გიორგი ალექსანდრეს ძე მაჭავარიანი (დ. 15 ივნისი, 1920, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 1993, იქვე) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანისა და პირველი ქართველი აგრონომი ქალის ეკატერინე ჯანდიერის ოჯახში. 1958 წელს მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 1976 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიის კათედრაზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 257, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]