გიორგი ლვოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლვოვი

გიორგი ლვოვი (რუხ. Гео́ргий Евге́ньевич Львов) (21 ოქტომბერი (2 ნოემბერი) 1861, დრეზდენი7 მარტი, 1925, პარიზი) — რუსი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე; თავადი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1885). მსხვილი მიწათმფლობელი; ტულის გუბერნიის მიწების უპრავის თავმჯდომარე. 1912 წლიდან პარტიის "პროგრესისტები" მოსკოვის კომიტეტის წევრი.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ პირველი დროებითი მთავობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ხელმძღვანელობდა პირველ კოალიციურ მთავრობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა, სადაც 1918-20 წლებში პარიზში რუსეთის პოლიტიკური კრების მეთაური იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]