გიორგი დოდისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი დოდისი, XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

1156 გადაუწერია სვინაქსარი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H 1661). ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით, ერთ სვეტად, წერილი, ლამაზი, თანაბარი ასოებით. უხვადაა გამოყენებული სინგური (საზედაო ასოები, ცალკეული სტრიქონები), რაც ფურცლებს დეკორატიულ და სადღესას წაულო იერს ანიჭებს. წიგნის დასაწისში გამოსახულია ქართული ორნამენტებიან თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, ბოლოში მოხსენებულია გადამწერის სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 163, თბ., 1978