გიორგი დვალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.
გია დვალი
დაბ. თარიღი 1963
დაბ. ადგილი თბილისი, სსსრ
მოქალაქეობა ქართველი
სამეცნიერო სფერო თეორიული ნაწილაკების ფიზიკა
მსხვილი დამატებითი განზომილებები
კვანტური გრავიტაცია
სამყაროს ძალიან ადრეული ეტაპი[1]
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტი
ჯილდოები

ნიუ-იორკის მერის ჯილდო (2003)
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვერცხლის პროფესორობა (2007)
დევიდ და ლუსილ პაკარდების ფონდის წევრობა
ალფრედ სლოუნის ფონდის წევრობა

ჰუმბოლტის პროფესურა (2008)

Ludwig Maximilians University Munich
New York University

გიორგი (გია) დვალი (დ. 1963, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი.

გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა სადოქტორო ხარისხი თბილისშივე მაღალი ენერგიის ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, ასევე მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]