გიორგი გოლეთიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოლეთიანი.

გიორგი ივანეს ძე გოლეთიანი (დ. 16 იანვარი, 1903, ცაგერის რაიონი, სოფელი ნაკურალეში — გ. 21 ივლისი, 1975, სოხუმი) — ქართველი აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქრტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა მოსკოვის კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო–სამეურნეო აკადემია. 1952–1957 წლებში იყო ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი. 1954–1959 წლებში აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათდრის გამგე; 1959–1975 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათდრის გამგე; იკვლევდა დასავლეთ საქართველოს წითელმიწა ნიადაგის მჟავიანობის საკითხებს; ამ ნიადაგის გავლენას ჩაის კულტურაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.

1974 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]