გიორგი ბუღაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გია ბუღაძე

გია (გიორგი) უშანგის ძე ბუღაძე (დ. 24 სექტემბერი, 1956,თბილისი) — ქართველი ფერმწერი. 2003 წლიდან 2012 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გია ბუღაძე დაიბადა 1956 წლის 24 სექტემბერს, თბილისში, ექიმების ოჯახში. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი.ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981). გიორგი თოთიბაძე და კოკი მახარაძის სტუდიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

80-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა შეკრების ადგილი (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვ.) ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფის „არქივარიუს“-ის სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში - „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.

2003-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "Who is who?" Cambridge publication, editions 25, 26;
  • Georgian Encyclopedia publications-2006, 2004, 2003.
  • (2011) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. Tbilisi. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]