გიორგი ბერუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ივანეს ძე ბერუაშვილი (დ. 1916, სოფ. ერედვი (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი) ― გ. 14 იანვარი, 1944, სოფ. ბოსივკა, ჩერკასკის რაიონი, უკრაინა) — საბჭოთა კავშირის გმირი (11 იანვარი, 1944),[1] მესანგრეთა ათეულის მეთაური.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელ არმიაში გაიწვიეს 1941 წლის ივნისში. 1943 წელს მონაწილეობდა კურსკთან ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დნეპრის გადალახვისას. თავის 6 თანამებრძოლთან ერთად 7 დღე-ღამეში უზრუნველყო ბორნით მდინარის მარჯვენბა ნაპირზე 1500 შეიარაღებული მებრძოლის გადასვლა, 20 ქვემეხის, 35 ნაღმსატყორცნის, 3 საზენიტო ტყვიამფრქვევის და 900 ყუთი საბრძოლო მასალის გადატანა, რისთვისაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1944 წლის 14 იანვარს ჩერკასკის რაიონის სოფ. ბოსიევკასთან მტრის სატანკო იერიშის მოგერიებისას ბერუაშვილი გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]