გიორგი გაბაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გაბაიძე
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1988(1988-02-01) (36 წლის)
დაბადების ადგილი ხიხაძირი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი მატადორი
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია
დებიუტი „მკვდარი პოეტის მთვარე“ (2006)
Magnum opus შენ ელი
ჯილდოები

2011 — ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთის“ ლიტერატურულ კონკურსი „პოეზიის დღე-შოთაობა“, პრემია;

2012 — ღირსების მედალი, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო.
გავლენა მოახდინეს
საიტი biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძე%20გიორგი

გიორგი გაბაიძე (დ. 1 თებერვალი, 1988, ხიხაძირი, ხულოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ელექტრონული ბიბლიოთეკის www.Litclub.ge -ს დამფუძნებელი და მმართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლექსების წერა დაიწყო 16 წლის ასაკში, 2004 წლიდან. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული „მკვდარი პოეტის მთვარე“; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მეორე — „მომავლის მონატრება“. 2009 წელს გამოსცა კრებული „დაუსრულებელი წერილი“ (თანაავტორობით: ჰენრი დოლიძესთან, თაკო დიოგიძესთან და გიორგი ჭეიშვილთან). 2010 და 2015 წელს გამოიცა ლექსების კრებული „ა ბ გ დ“ (თანაავტორობით: როინ აბუსელიძესთან, აჩი ბერიძესთან, ჰენრი დოლიძესთან). 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“ (თანაავტორობით: როინ აბუსელიძესთან, აჩი ბერიძესთან, გენრი დოლიძესთან, ქალთამზე სურმანიძესთან, მერაბ ჯიხაძესთან, ლევან დევაძესთან, მინდია ცეცხლაძესთან). არის ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთი“-ს ლიტერატურული კონკურს „პოეზიის დღე-შოთაობა“-ს სპეციალური (I) პრემიის ლაურეატი. ელექტრონული ბიბლიოთეკის www.Litclub.ge -ს დამფუძნებელი და მმართველი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2012).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მკვდარი პოეტის მთვარე“ — 2006
  • „მომავლის მონატრება“ — 2008
  • „დაუსრულებელი წერილი“ — 2009
  • „ა ბ გ დ“ — 2010
  • „მეცხრე ტალღა“ — 2011
  • „შენ ელი“ — 2013
  • „ა ბ გ დ“ II — 2015

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 — ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთი“-ს ლიტერატურულ კონკურსი „პოეზიის დღე-შოთაობა“, პრემია;
  • 2012 — ღირსების მედალი, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, აჭარის განათლებისა და კულტურის სფეროს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]