დევიდ გილმორი
| დევიდ გილმორი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | დევიდ ჯონ გილმორი | |
| დაიბადა | 6 მარტი, 1946 , კემბრიჯი, ინგლისი |
|
| ჟანრ(ებ)ი | როკი პროგრესული როკი ფსიქოდელიური როკი არტ-როკი ბლუზ-როკი |
|
| საქმიანობა | გიტარისტი ვოკალისტი მუსიკოსი პროდიუსერი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა ვოკალი ბას გიტარა ლეპ სტილ გიტარა საქსოფონი კლავიშიანი ინსტრუმენტები ჰარმონიკა დასარტყმელი საკრავები |
|
| აქტიური | 1963 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Capitol Records Columbia Records Sony Records EMI |
|
| ასოციაციები | პინკ ფლოიდი Joker's Wild Deep End |
|
| საიტი | www.david gilmour.com |
|
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | ||
დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი, ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968-დღემდე). სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.
სექციების სია |
ცხოვრება პინკ ფლოიდამდე[რედაქტირება]
გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა. მან დატოვა ეს ჯგუფი 1966 წელს და დადიოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მდინარეში საბანაოდ (დაუშვებელ ადგილებში).მისივე თქმით, ის დაბრუნდა მეგობრებთან ერთად მანქანით, რომელშიც ესხა მოპარული საწვავი.
პინკ ფლოიდში[რედაქტირება]
დევიდი შეუერთდა პინკ ფლოიდს 1967 წლის ბოლოს.ამრიგად, ჯგუფი ხუთკაციანი გახდა.თავდაპირველად იგი გამოდიოდა სცენაზე და უკრავდა სიდ ბარეტის პარტიებს.სიდის წასვლის შემდეგ, გილმორი გახდა ჯგუფის მთავარი გიტარისტი და როჯერ უოტერსთან/რიჩარდ რაიტთან ერთად ასრულებდა სიდის ვოკალურ პარტიებს.მისი გიტარაზე დაკვრის მანერა და ტექნიკა დაიხვეწა 70-იან წლებში და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. ალბომების Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატების შემდეგ, უოტერსი სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ალბომის დაწერისა და ჩაწერის პროცესს.მას სურდა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ტექსტებზე, რაც გილმორს არ მოსწონდა, მას უფრო მეტად მუსიკალური მხარე ადარდებდა.წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებმაც როჯერს დაატოვებინეს ჯგუფი ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ. 1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი ისტორია დასრულებულია, თუმცა 1986 წელს გილმორმა და ნიკ მეისონმა გამოსცეს პრეს-რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კვლავაც იმუშავებენ, ოღონდ როჯერის გარეშე.გილმორმა ითავა ჯგუფის ლიდერობა, დააბრუნა მასში უოტერსის მიერ გაგდებული რიჩარდ რაიტი (კლავიშები) და სამეულთან (სესიურ მუსიკოსებთან ერთად) ჩაწერა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომი და მოაწყო ორი დიდი მსოფლიო ტური. 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსი შეუერთდა ჯგუფს ჰაიდ პარკში, კონცერტზე Live 8.მან და გილმორმა დაივიწყეს ძველი კონფლიქტები და შერიგდნენ.ამჟამად გილმორის მომავალი ჯგუფთან მიმართებაში უცნობია.
სოლო-კარიერა[რედაქტირება]
პინკ ფლოიდში ალბომების ჩაწერის გარდა, დევიდს აქვს პროდიუსერად, ხმის ინჟინრად და სოლო-კარიერის გამოცდილება.1978 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი David Gilmour, ხოლო 1984-ში - About Face (პირველი ალბომის მხარდასაჭერი ტური არ გამართულა, ხოლო მეორე ალბომს მოჰყვა საკმაოდ შთამბეჭდავი საკონცერტო ტური).
2001 და 2002 წელს მან გამართა რამდენიმე ნახევრად აკუსტიკური სოლო-კონცერტი ლონდონსა და პარიზში, რომელიც ასევე გამოიცა ვიდეოფილმის სახით.მისი მესამე სოლო-ალბომი, On An Island გამოვიდა 2006 წლის 6 მარტს, მუსიკოსის 60-ე დაბადების დღეზე.ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად და მოჰყვა გრანდიოზული კონცერტების სერია - თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ - შტატებში, შემდეგ კი კვლავ ევროპაში.კონცერტებზე მასთან ერთად ასევე უკრავდა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის წინა ტურებში, რიჩარდ რაიტთან ერთად.
სხვა მუსიკოსებთან[რედაქტირება]
სოლო და პინკ ფლოიდთან მოღვაწეობასთან ერთად, დევიდ გილმორი არის წარმატებული პროდიუსერიც.იგი უკრავდა და პროდიუსერობას უწევდა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, როგორებიც არიან კეიტ ბუში, გრეის ჯონსი, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, ბი ბი კინგი, პოლ მაკ-კარტნი, ჯონ ლენონი, სემ ბრაუნი, ჯულს ჰოლანდი, ბობ დილანი, პიტ ტაუნზენდი, The Who, სუპეტრემპი, ლევონ ჰელმი, ალან პარსონსი, Duran Duran და სხვები.
მუსიკალური სტილი[რედაქტირება]
გილმორს აქვს ძალიან სპეციფიური შესრულების ტექნიკა და სტილი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ბლიუზს.მისი სოლოები ითვლება კომპოზიციურად სრულყოფილ და ემოციურ ნამუშევრებად.ინტერვიუებში იგი ამბობს, რომ თავად მიაღწია ამ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ წლებში სურდა უფრო მეტად ჰარისონობა ან კლეპტონობა.იგი აგრეთვე იყენებს უამრავ საინტერესო სპეც-ეფექტს.
სხვადასხვა სოლოს შესრულებისას იგი ხშირად იცვლის გიტარებს.მისი საყვარელი გიტარაა ფენდერი, თუმცა, მის ხელში ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ორიგინალური ჟღერადობა აქვს და ეს უფრო მეტად თავად მუსიკოსის დამსახურებაა.
იგი აგრეთვე უკრავს სხვა ინსტრუმენტებზეც - კლავიშებზე, დასარტყამებზე და საქსოფონზე.პინკ ფლოიდის სხვადასხვა სიმღერაში მან დაუკრა ბას გიტარაზეც.
1996 წელს დევიდ გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა როკ'ენ'როლის დიდების დარბაზში.
2006 წლის აგვისტოში მისი სოლო სიმღერიდან Comfortably Numb ჟურნალის Planet Rock მკითხველებმა დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო სოლოდ.
ოჯახი[რედაქტირება]
პირველი ქორწინებისგან გილმორს ჰყავს ოთხი შვილი: ელისი (დ. 1976), კლერი (დ. 1980), სარა (დ. 1982) და მეტიუ (დ. 1985).ისინი დადიოდნენ ვალდორფის სკოლაში, მაგრამ, მუსიკოსის თქმით, განათლების პროცესი საშინელი იყო.მეორე ქორწინებისაგან, ჟურნალისტ პოლი სემსონთან ერთად, მას ჰყავს ოთხი შვილი.ერთ-ერთი მათგანი, ჩარლი, პოლის წინა ქორწინებისაგან ჰყავდა.მისი ხმა ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერის High Hopes ფინალში.
ფილანტროპი გილმორი[რედაქტირება]
2003 წლის მაისში დევიდმა მიჰყიდა ლონდონის სახლი ერლ სპენსერს (ლედი დიანას ძმას) და გადარიცხა £3.6 მილიონი (დაახლოებით 5.9 მილიონი დოლარი) უსახლკარო და ფსიქიურად ავადმყოფი ხალხის დახმარების ფონდში.იგი აგრეთვე ეხმარება ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა დახმარების ევროპულ ორგანიზაციას, გრინპისს, ემნესტი ინტერნეშენელს და სხვა ფონდებს.
2003 წლის ნოემბერში, ფილანტროპიისათვის და მუსიკაში წვლილის შეტანისათვის მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენი
სხვა ჰობი[რედაქტირება]
დევიდ გილმორი აგრეთვე არის გამოცდილი პილოტი.მისი კომპანიის, Intrepid Aviation ეგიდით, მან შეაგროვა ისტორიული თვითმფრინავების კოლექცია.შემდგომში მან გადაწყვიტა ამ კომპანიის გაყიდვა და დაიტოვა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავი.
დეივი თუ დევიდი[რედაქტირება]
მიუხედავად რბილი ხასიათისა, დევიდი ღიზიანდება, როდესაც მას უწოდებენ დეივს.მისივე თქმით, იგი არასოდეს იყენებდა ამ ზედმეტსახელს.მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის დანარჩენი სამი წევრი მას ხშირად უწოდებდა დეივს.ალბომებზე Meddle და David Gilmour იგი ნახსენებია, როგორც დეივი. საგულისხმოა, რომ 2001 წელს, ცნობილი მწერლის, დუგლას ადამსის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანისადმი მიძღვნილ ინტერნეტ ფორუმზე დევიდმა გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც იგი ხელს აწერს: შენი მეგობარი და ფანი, დეივი.
დისკოგრაფია[რედაქტირება]
პინკ ფლოიდი[რედაქტირება]
- A Saucerful of Secrets – 29 ივნისი 1968.
- More – 27 ივლისი 1969.
- Ummagumma – 25 ოქტომბერი 1969.
- Atom Heart Mother – 10 ოქტომბერი 1970.
- Meddle – 30 ოქტომბერი 1971.
- Obscured by Clouds – 3 ივნისი 1972
- The Dark Side of the Moon – 17 მარტი 1973.
- Wish You Were Here – 15 სექტემბერი 1975.
- Animals – 23 იანვარი 1977.
- The Wall – 30 ნოემბერი 1979.
- The Final Cut – 21 მარტი 1983.
- A Momentary Lapse of Reason – 8 სექტემბერი 1987.
- Delicate Sound of Thunder – 22 ნოემბერი 1988.
- The Division Bell – 30 მარტი 1994.
- P•U•L•S•E – 29 მაისი 1995.
- სრული დისკოგრაფია იხილეთ ბმულზე პინკ ფლოიდის დისკოგრაფია.
სოლო[რედაქტირება]
ალბომები[რედაქტირება]
- David Gilmour – 25 მაისი 1978
- About Face – 27 მარტი 1984
- On an Island – 6 მარტი 2006
- Live in Gdańsk – 22 სექტემბერი 2008
საუნდტრეკები[რედაქტირება]
- Fractals: The Colors of Infinity, დოკუმენტური ფილმი - 1994
სინგლები[რედაქტირება]
- There's No Way Out of Here, 1978
- Blue Light, მარტი, 1984
- Love on the Air, მაისი, 1984
- On An Island, 6 მარტი 2006
- Smile, 13 ივნისი 2006
- Arnold Layne (ცოცხალი) 26 დეკემბერი 2006
ფილმები[რედაქტირება]
- David Gilmour Live 1984 (VHS) – სექტემბერი 1984
- David Gilmour in Concert (DVD) – ოქტომბერი 2002
- Remember That Night (DVD/BD) – სექტემბერი 2007
- Live in Gdańsk (DVD) – სექტემბერი 2008
თანამშრომლობა სხვა მუსიკოსებთან[რედაქტირება]
| წელი | მუსიკოსი/ჯგუფი | ალბომი / ნამუშევარი |
|---|---|---|
| 1970 | სიდ ბარეტი | The Madcap Laughs |
| სიდ ბარეტი | Barrett | |
| რონ გისინისა და როჯერ უოტერსის სიმღერა | Give Birth to a Smile ალბომიდან Music from The Body | |
| 1974 | Unicorn | Blue Pine Trees |
| 1975 | როი ჰარპერი | The Game ალბომიდან HQ |
| 1978 | კეიტ ბუში | პროდიუსერი მისი ალბომის The Kick Inside ორი კომპოზიციის |
| 1979 | Wings | Back to the Egg |
| 1980 | როი ჰარპერი | Playing Games, You (The Game Part II), Old Faces, Short and Sweet და True Story - მითითებულია, რომ ავტორები არიან ჰარპერი/გილმორი (ალბომი The Unknown Soldier). გილმორი ასევე უკრავს ამ დისკზე. |
| 1982 | კეიტ ბუში | ვოკალი სიმღერაში Pull Out The Pin ალბომიდან The Dreaming |
| 1983 | Atomic Rooster | Headline news |
| 1984 | პოლ მაკ-კარტნი | No More Lonely Nights ალბომიდან Give My Regards to Broad Street |
| 1985 | Supertramp | Brother Where You Bound |
| ბრაიან ფერი | Is Your Love Strong Enough? (ალბომიდან Legend | |
| ბრაიან ფერი | Boys and Girls | |
| ბრაიან ფერი | Live Aid (გამოსვლა ბრაიან ფერის ჯგუფის შემადგენლობაში) | |
| ნიკ მეისონი და რიკ ფენი | Lie for a Lie (ვოკალი), ალბომიდან Profiles | |
| პიტ ტაუნზენდი | Give Blood და White City Fighting ალბომიდან White City: A Novel. White City Fighting (ავტორები - ტაუნზენდი/გილმორი). ასევე გამოვიდა ტაუნზენდის ჯგუფის Deep End შემადგენლობაში. | |
| Arcadia | So Red the Rose | |
| The Dream Academy | - ჯგუფის ალბომის The Dream Academy თანაპროდიუსერი | |
| როი ჰარპერი და ჯიმი პეიჯი | Whatever Happened to Jugula?, სიმღერა Hope (ჰარპერი/გილმორი) | |
| 1986 | Berlin | Count Three & Pray |
| პიტ ტაუნზენდი | გიტარისტი ჯგუფში Pete Townshend's Deep End Live! | |
| 1987 | Dalbello | Immaculate Eyes (ალბომიდან she) |
| 1988 | პიტერ სეტერა | You Never Listen To Me (ალბომიდან One More Story) |
| სემ ბრაუნი | Stop! (გიტარა სიმღერებში This Feeling და I'll Be In Love) | |
| 1989 | კეიტ ბუში | Love and Anger და Rocket's Tail ალბომიდან The Sensual World |
| პოლ მაკ-კარტნი | We Got Married ალბომიდან Flowers in the Dirt | |
| Rock Aid Armenia | Smoke on the Water ალბომიდან The Earthquake Album | |
| უორენ ზივონი | Transverse City | |
| 1990 | როი ჰარპერი | Once in Once (დამატებითი ვოკალი კეიტ ბუშთან ერთად) |
| Propaganda | Only one word ალბომიდან 1234 | |
| სემ ბრაუნი | April Moon, ვოკალი სიმღერაში Troubled Soul | |
| 1991 | All About Eve | Are You Lonely და Wishing the Hours Away ალბომიდან Touched by Jesus |
| ჰეილი და პეისი | გიტარა სიმღერა The Stonk | |
| 1992 | ელტონ ჯონი | Understanding Women, ალბომიდან The One |
| მიკა პარისი | I Put a Spell on You გადაცემაში Later With Jools Holland | |
| 1993 | პოლ როჯერსი | Standing Around Crying ალბომიდან Muddy Water Blues: A Tribute to Muddy Waters |
| 1996 | The Who | Quadrophenia (1996 წლის კონცერტი ჰაიდ-პარკში) |
| 1997 | ბი ბი კინგი | Cryin' Won't Help You Babe ალბომიდან Deuces Wild |
| 1999 | პოლ მაკ-კარტნი | Run Devil Run |
| 2001 | სიყვარულის ტრიუმფი - საუნდტრეკი | გიტარა რამდენიმე კომპოზიციაში, ორკესტრის თანხლებით |
| 2003 | რინგო სტარი | Ringo Rama |
| 2004 | ალან პარსონსი | Return to Tunguska ალბომიდან A Valid Path |
| 2005 | სხვადასხვა შემსრულებელი | Ever Fallen in Love (With Someone You Shouldn't've) |
| 2006 | კრის ჯეგერი | It's Amazing (What People Throw Away) და Junkman, ალბომიდან Act of Faith |
| 2009 | რონ გისინი, | მიწვეული სტუმარი კონცერტზე, შესრულდა Atom Heart Mother |
| 2009 | კრისი ჰაინდი, ბობ გელდოფი და გერი მაკ-კინონი | Chicago - Change the World, ვოკალი და გიტარა. |
| 2009 | ამადუ და მერიამი | მიწვეული სტუმარი კონცერტზე |
| 2010 | The Orb | ალბომი Metallic Spheres - გამოყენებულია დევიდის სოლოები და ვოკალი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ გვერდი
- ოფიციალური ბლოგი
- მოკლე ბიოგრაფია საიტზე Thepinkfloyd.net (ქართ)
- Gilmourish: ინფორმაცია გიტარებზე, გამაძლიერებლებზე და ეფექტებზე
|
||||||||||||||||||||
| მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |