გიზი (დინასტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიზი (ფრანგ.: Guise) ფრანგ ჰერცოგთა დინასტია იყო, რომელთა წარმომადგენლებმა XVI საუკუნეში საფრანგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დინასტია ლოთარინგიის ჰერცოგების უმცროს შტოს წარმოადგენდა. მისი დამაარსებელი იყო ლოთარნიგიის ჰერცოგის რენე II-ის ვაჟი კლოდი (* 1496- † 1550), რომელიც 1527 წელს I-ლი ჰერცოგი დე გიზი გახდა. მისი ქორწინებით ანტუანეტა დე ბურბონ-ვანდომზე გიზები საფრანგეთის სამეფო დინასტიას დაუნათესავდნენ.

გიზები ჰუგენოტების მთავარი მოწინააღმდეგეები და კათოლიკური ლიგის მეთაურები იყვნენ საფრანგეთის რელიგიური ომების დროს. 1675 წელს დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]