დავით გივიშვილი

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან გივიშვილი, დავით)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით გივიშვილი (* 3 ნოემბერი, 1850, თბილისი ― † 1 ივნისი, 1916, იქვე) ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ "დროებაში". გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

პირადი ხელსაწყოები