გიდანის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
{{{სახელი}}}
კოორდინატები: 70° ჩ. გ. 79° ა. გ. / 70° ჩ. გ. 79° ა. გ. / 70; 79
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
აკვატორია კარის ზღვა

გიდანის ნახევარკუნძულინახევარკუნძული დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთით ტაზისა და ობის ყურეებსა და აღმოსავლეთით ენისეის ყურის (კარის ზღვა) შორის. სიგრძე 400 კილომეტრი, სიგანე 400 კილომეტრი. ზედაპირი ბორცვიანი ვაკეა. აგებულია ზღვიური და ანთროპოგენური მყინვარული ნალექებით. ჰავა მკაცრია. გაბატონებულია ხავსმღიერიანი და ბუჩქოვანი ტუნდრა, სამხრეთით ტყეტუნდრის მეჩხერი ტყეები. განვითარებულია მეირმეობა, ნადირობა, თევზჭერა. ნახევარკუნძულზე მოიპოვებენ ბუნებრივ აირს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]