გიგანტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგანტი
ინგლ. Giant
პორტრეტი
ჟანრი:

დრამა

რეჟისორი:

ჯორჯ სტივენსი

პროდიუსერი:

ჰენრი გინსბერგი ჯორჯ სტივენსი

სცენარის ავტორი:

ფრედ გიოლი ივენ მოფეტი

კომპოზიტორი:

დიმიტრი ტემკინი

ოპერატორი:

უილიამ მელორი

მონტაჟი:

უილიამ ჰორნბეკი ფილიპ ანდერსონი ფრედ ბეჰენენი

მხატვარი:

ჯეი დენის ვაშინგტონი

გამოსვლის თარიღი:

1956

ხანგრძლივობა:

201 წუთი

ქვეყანა:

აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

5,400,000

გიგანტი (Giant) — 1956 წელს გამოსული ოსკაროსანი ამერიკული ფილმი. ედნა ფერბერის რომანის ეკრანიზაცია. კინოდრამა ვესტერნის სტილში. მთავარ როლებში საკულტო გმირად ქცეული ჯეიმს დინი და მომხიბლავი ელიზაბეთ ტეილორი.

სექციების სია

[რედაქტირება] სლოგანი

  • «The legendary epic that’s as big as Texas.»
  • «Sometimes any man can be a giant…»

[რედაქტირება] სიუჟეტი

მოქმედება ვითარდება აშშ-ში, ტეხასში. ფილმში ნაჩვენებია ორი დიდი ოჯახის ბენედიქტებისა და რინკების ისტორია. ჯორდან ’’ბიკ’’ ბენედიქტი (როკ ჰადსონი) არის დიდი ფერმის ხელმძღვანელი. მასთან მუშაობს ჯეტ რინკი (ჯეიმს დინი), რომელსაც ბენედიქტების ოჯახი არცთუ პატივისცემით ეპყრობა და რომელიც თავის მხრივ ცდილობს ნავთობის აღმოჩენას. ჯეტი შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ტიპია და ძალიან გამბედავი. ის არ უხრის თავს უფროსებს და ყოველთვის იცავს ღირსებას. თან ძალიან უყვარს ჯორდანის მეუღლე, ახალგაზრდა და ულამაზესი ლესლი ლინტონი (ელიზაბეთ ტეილორი) და ყველანაირად ცდილობს თავი მოაწონოს მას. ლესლიც სიმპატიურადა განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მაინც მდაბიოდ მიიჩნევს, როგორც ღარიბს. ფილმის შუაწელამდე, დიდი შრომისა და ოფლისღვრის შემდეგ, ჯეტი თავის მიწის ნაკვეთში აღმოაჩენს ნავთობს და ეს ხდება მისი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი. ის, ნავთობით გაშავებული, მაშინვე მივარდება ბენედიქტების ოჯახს და თავის სიყვარულს ლესლის შესთავაზებს გაცილდეს ქმარს და წავიდეს მასთან, რამეთუ ის უკვე გაცილებით მდიდარია ვიდრე ჯორდანი, რასაც მოჰყვება კიდეც დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ჯეტ რინკსა და ბიკ ბენედიქტს შორის. ჯეტ რინკი მიდის ქალაქიდან და 20 წლის შემდეგ ბრუნდება, უკვე როგორც სახელგანთქმული, ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობმაგნატი, ნამდვილი გიგანტი და ეწვევა ლესლისა და მის ქმარს. ყოფილი ჭუჭყიანი მუშა, ეხლა უკვე ბენედიქტებზე ათასჯერ და ათიათასჯერ მდიდარი იწყებს სამაგიეროს გადახდას წარსულის დამცირებისთვის. ის ყველანაირად ავიწროებს ჯორდანსა და მის ახლობლებს, რომლებიც სისხლსრშრობდნენ ადრე და ყველაზე მტკივნეულ ადგილზე ურტყამს ლესლისა და ჯორდანს, ცდილობს შეაცდინოს მათი ახალგაზრდა გოგონა. ჯეტ რინკი, რომელიც იყო უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგი თვითონ იქცა უსამართლობის სიმბოლოდ და ბოლოს დაიღუპა კიდეც, მაგრამ დარჩა მისი ქონება და მისი სახელი - გიგანტი.

[რედაქტირება] მსახიობები


[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

  • ფილმის პრემიერა გაიმართა 1956 ნოემბერში, ნიუ - იორკში, სადაც სატელევიზიო სადგურმა DuMont მოიწვია შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და ჩაწერა მათთან ინტერვიუ. ეს მასალ გამოიცა DVD ფორმატში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით;
  • 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1996 წლის შემოდგომაზე, ამერიკაში შედგა ფილმის ხელახალი პრემიერა;
  • გიგანტი იყო ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი ფილმი სტუდიისთვის Warner Brothers, ვიდრე გამოვიდა სუპერმენი
  • ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ვითარეგბა ტეხასში და რასიზმი იქ ჩამოსახლებულ მექსიკელთა მიმართ;
  • რეჟისორმა სტივენსმა როკ ჰადსონს მისცა უფლება თვითონ აერჩია თუ ვინ ყოფილიყო მის პარტნიორი ლესლის როლში, ელიზაბეტ ტეილორი თუ გრეის კელი. ჰადსონმა ტეილორი არჩია;
  • უილიამ ჰოლდენი იყო მთავარი კანდიდატი ჯორდან ’’ბიკ’’ ბენედიქტის როლზე;
  • ბარბარა ბარისთვის ’’გიგანტი’’ კინოდებიუტია;
  • ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც დინს საყვედურობენ საქმის არასწორად შესრულებისთვის და ის თავის მხრივ თავის სიმართლეს ამტკიცებს, მიჩნეულია საუკეთეო პერფორმანსად დინის შემოქმედებაში და ერთ-ერთ საუკეთესოდ კინოს ისტორიაში;
  • ყველა დროის უდიდესმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ უმაღლესი შეფასება მისცა ჯეიმს დინის ამ ნამუშევარს. ”დინი ”საშინლად” კარგია ”გიგანტში”. რომ არა ადრეული სიკვდილი, ვფიქრობ ის გახდებოდა საუკეთესო მსახიობი ჩვენს შორის’’ - ეს ბრანდოს სიტყვებია;
  • ამ ფილმში დინს პირველად გაუკეთეს მაკიაჟი;
  • დინის გასამრჯელო იყო მხოლოდ 1500 დოლარი, როცა ელიზაბეთ ტეილორმა მიიღო მილიონზე მეტი;
  • ჯეტ რინკის გმირი შექმნილია რეალური ნავთობმაგნატის გლენ ჰერბერტ მაკკარტის (1907 – 1988) ცხოვრების საფუძველზე. მწერალი ედნა ფერბერი შეხვდა მას მაგნატის სახხოვრებელში, ჰიუსტონში - ჰოტელი Shamrock, პომელსაც ფილმში ჰქვია Emperador;
  • ”გიგანტში” შესრულებული ჯეტ რინკის როლი არის უკანასკნელი ნამუშევარი ჯეიმს დინის კარიერაში;
  • ჯეტ რინკის როლისთვის დინი მეორეჯერ წარადგინეს ოსკარზე სიკვდილის შემდეგ (პირველად იყო კოლ ტრასკის როლი ფილმიდან სამოთხიდან აღმოსვლეთით). დღემდე დინი რჩება ერთადერთ მსახიობად, რომელიც სიკვდილის შემდეგ ორჯერ წარადგინეს ოსკარზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის;

[რედაქტირება] პრემია

[რედაქტირება] ჯილდოები

  • ოსკარი (1956) - საუკეთესო რეჟისურა

[რედაქტირება] ნომინაციები

  • ოსკარი (1956) - საუკეთესო ფილმი (ჯორჯ სტივენსი და ჰენრი გინსბერგი)
  • ოსკარი (1956) - მამაკაცის საუკეთესო როლი (ჯეიმს დინი)
  • ოსკარი (1956) - მამაკაცის საუკეთესო როლი (როკ ჰადსონი)
  • ოსკარი (1956) - ქალის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი (მერსედეს მაკკემბრიჯი)
  • ოსკარი (1956) - საუკეთესო ადაპტირებული სცენარი (ფრედ გიოლი და ივენ მოფეტი)
  • ოსკარი (1956) - კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი (მარჯორი ბესტი და მოს მაბრი)

[რედაქტირება] ბმულები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე