გია თორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გია ედუარდის ძე თორაძე (დ. 23 აპრილი, 1957, თბილისი) — ქართველი სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი (1995 წ. 7 მაისი).

1978 წ. დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი. საბჭოთა სამხედრო სამსახურში იყო უნგრეთში, მოსკოვის ოლქსა და კავკასიაში. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I მექანიზებული ბრიგადის პირველი მეთაური 1992–1993 წლებში, I საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე 1993–1994 წლებში, საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი 1994 წლის 21 სექტემბერიდან 1995 წლის 23 ნოემბრამდე, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი 1998–1999 წლებში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის პირველი პრორექტორი 1999-2002 წლებში. 2002 წლიდან, არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში უშიშროების და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან.-თბ.,2003.-გვ.445, 484, 541.