გია გრიგალავა
| გია გრიგალავა | ||
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად. |
||
|---|---|---|
| პირადი მონაცემები | ||
| დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1989 | |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი, |
|
| სიმაღლე | 188 სმ. | |
| პოზიცია | მცველი | |
|
|
||
| ამჟ. კლუბი | ვოლგა | |
| ნომერი | 8 | |
|
|
||
| 2004–2006 | როსტოვი 2 | |
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მატჩი (გოლი)* |
| 2007 2008–2010 2009 2010 2011– |
როსტოვი სკა → მოსკოვი (იჯარით) → როსტოვი (იჯარით) ვოლგა |
1 (0) 25 (2) 14 (0) 9 (0) 50 (1) |
| ეროვნული ნაკრები2 | ||
| 2009 2011– |
რუსეთი U21 საქართველო |
1 (0) 7 (0) |
|
|
||
გია გრიგალავა (დ. 5 აგვისტო, 1989; ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
გია გრიგალავა დაიბადა 1989 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. მისი მამა, ალექსანდრე გრიგალავა იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. მეოთხე კლასამდე სწავლობდა მარტვილში, ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლაში. 8 წლის ასაკში გია თავის ოჯახთან ერთად გადავიდა დონის როსტოვში. 9 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში როსტოვის „ლოკომოტივში“.
კარიერა[რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება]
გრიგალავა 2006 წელს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ დუბლებში. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში შედგა 2007 წელს. 2010 წლის იანვარში „სკა-დან“ იჯარით გადავიდა „როსტოვში“. 2009 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე იჯარით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „მოსკოვში“.
2011 წელს გადავიდა „ვოლგაში“.
სანაკრებო[რედაქტირება]
გრიგალავას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[1] 2011 წლის 3 ივნისს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Russia U-21'2009. Rusteam.permian.ru. წაკითხვის თარიღი: 2009-09-25.