გვირილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვირილა
გვირილას ყვავილები პეპლებთან ერთად
აღწერა
მცენარეთა რამდენიმე გვარის კრებითი სახელი
სახელის სტატუსი
არ არის განსაზღვრული
მშობლიური ტაქსონი
ყვავილოვანი მცენარეები
გვარები

გვირილართულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში.

საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა.

ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ეგრეთ წოდებული კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის.

Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chamomile (Matricaria recutita, Chamaemelum nobile) medical and therapeutic information on MedlinePlus (ინგლისური)
  • Chamomile fact sheet, NIH National Center for Complementary and Integrative Health (ინგლისური)
  • Roman chamomile დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine. , the National Cancer Institute (ინგლისური)
  • PLANTS Profile: Anthemis tinctoria L. (golden chamomile), USDA (ინგლისური)
  • „Chamomile“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება) (ინგლისური)