გვერეცა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გვერეცა | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Colobus guereza | ||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
გვერეცა (Colobus guereza) — მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 70 სმ აღწევს, კუდისა — 90 სმ. აქვს ლამაზი, შავი, გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი ბალანი; გრძელი თეთრი ფოჩი გასდევს გვერდებზე, რომელიც ზურგს ქვემოთ ერთდება და თეთრ ნახევარწრეს ქმნის. კუდი (ან კუდის ბოლო), თვალზედა ზოლი, ბაკენბარდები, ულვაში და წვერიც თეთრი აქვს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია, წინა კიდურებზე ცერი დამოკლებულია. ლოყისუკანა პარკები არა აქვს. გავრცელებულია ეთიოპიაში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს ერთ ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო გვერეცას ანადგურებენ, ამიტომ იშვიათად გვხვდება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 141, თბ., 1978 წელი.