გველხოკერა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გველხოკერა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Ophisaurus apodus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
გველხოკერა (Ophisaurus apodus), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. 1,5 მ-მდე სიგრძის მორუხო-მოყვითალო სხეულზე მოწითალო ან წენგოსფერი ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე კანის ღრმა ნაოჭი გასდევს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში ადის ზღვის დონიდან 2000 მ-დე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება - ველებზე, მეჩხერ ტყეებში, ბაღებში და ზოგჯერ სოფლის ეზოებშიც. იკვებება მწერებითა და მოლუსკებით, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 8-10 კვერცხს. ივლის-აგვისტოში ახალი თაობა იჩეკება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 140, თბ., 1978