გველთევზასნაირნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გველთევზასნაირნი
გველთევზასნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Anguilliformes

გველთევზასნაირნი (Anguilliformes), ძვლიანი თევზების რიგი. სხეული გველისებრ აქვთ წაგრძელებული; სიგრძე 3 მ აღწევს, წონა - 65 კგ. ცნობილია მათი 25 ოჯახი - მდინარის გველთევზასებრნი (Anguillidae), ზღვის გველთევზასებრნი (Condridae ), მურენისებრნი (Muraenidae) და სხვა. გველთევზასნაირთა უმრავლესობა ზღვებში ცხოვრობს, მდინარის გველთევზასებრნი სიცოცხლის ნაწილს მტკნარ წყლებში ატარებენ. იშვიათად გვხვდებიან შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. უმრავლესობა მტაცებელია, ზოგი - პარაზიტი (ეკვრიან დიდი ზომის თევზებს და შინაგან ორგანოებს გამოაჭამენ).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 139, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები