გვაწა-ზანდური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვაწა-ზანდურიხორბლის ქართული ხალხური ჯიში-პოპულაცია. განეკუთვნება კულტურული ცალმარცვალას სახეობას (Triticum monococcum), რომელიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული ნეოლითის ეპოქაში.

საქართველოში ამ კულტურის მრავალი ფორმაა. აქვს წვრილი მტვრევადი მცირეპროდუქტიული თავთავი. მოჰყავდათ რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლსა და ცხინვალის რეგიონში. ამჟამად აღარ თესავენ. დაცულია კოლექციებში, იყენებენ სასელექციოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]