გერტრუდ პეჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერტრუდ პეჩი (გერმ. Gertrud Pätsch) (დ. 22 იანვარი, 1910, აინბეკი, ჰანოვერის პროვინცია — გ. 1994, იენა), გერმანელი ქართველოლოგი.

დაამთავრა ქალთა ლიცეუმი. 1929 წელს მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა აღმოსავლურ ენებს. 1937 წელს დაიცვა დისერტაცია ძველი ქართული ზმნის შესახებ. მოღვაწეობდა ბერლინის და იენის უნივერსიტეტებში. პეჩი ავტორია გამოკვლევებისა ძველი ქართული ზმნის სტრუქტურის, ქართული ნასესხებ ფუძეთა და სიტყვის აღნაგობის შესახებ, იკვლევდა ქართული ლიტერატურის, კერძოდ რუსთველოლოგიის საკითხებს. ქართულიდან გერმანულზე თარგმნა „ქართლის ცხოვრება“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქავთარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 53, თბ., 1984