გერმანული ენა (DSH)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოცდა გერმანულ ენაში, ანუ ე.წ. ე-ე-(DSH) არის გამოცდის ერთი ნაირ-სახეობა იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც სურთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიიღოს განათლება. გამოცდის სრული გერმანული სახელწოდებაა Die Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang, ხოლო ქართულად ითარგმნება როგორც უმაღლესში სასწავლებლად დამშვები გამოცდა გერმანული ენაში. თუმცა საქართველოში მას მაინც გერმანული შემოკლებით - დე-ეს-ჰა მოიხსენებენ და იცნობენ.

არსებობს ასევე ამ გამოცდის სხვა აბრევირებული სახელწოდება - პეენდეესი, რომელიც გაცილებით უფრო ადრინდელია, ვიდრე დეესჰა. პეენდეესი წარმოდგება გერმანული PNDS-ისაგან და იშიფრება როგორც Prüfung zum Nachweis deutscher Sprachkenntnisse, ანუ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა.

DSH 1-ის ჩაბარება საკმარისია გამოცდის გასამეორებლად, ანდა ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად. საერთოდ, ამ დონის საფეხურის ჩამბარებელს ურჩევენ მეცადინეობა გააგრძელოს ორენოვან (მაგ. ინგლისურ-გერმანულ) საუნივერსიტეტო კურსებზე. გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში უფლების მისაღებად კი ძირითადად DSH 2-ის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მედიცინა და სტომატოლოგია, სადაც აუცილებელია DSH 3-ის წარმატებით დასრულება.

კანონის თანახმად (2004 წლის 8 ივნისის რედაქცია) გერმანიის უნივერსიტეტები გამოცდები წესებს თავადვე ადგენენ, მაგრამ მხოლოდ საერთო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად. ამ მიზეზის გამო არის განსხვავება ცალკეული უნივერსიტეტების საგამოცდო ამოცანათა შორის. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კონფერენციამ შეიმუშავა სააკრედიტაციო კრიტერიუმები, რომლის წარმატებით გავლის შედეგადაც ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ ენის სერთიფიკატს აქვს იურიდიული ძალა.

გამოცდის მიზანი და დანიშნულება[რედაქტირება]

უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელ მოქალაქეებს, რომელთათვისაც გერმანული არაა მშობლიური ენა, ანდა გერმანულს კი მიიჩნევენ მშობლიურად, მაგრამ რომელიმე არაგერმანულენოვან ქვეყანაში დაამთავრეს სკოლა, უწევთ გამოცდის ჩაბარება იმის დასასაბუთებლად, რომ მათი ენობრივი უნარ-ჩვევები საკმარისია უმაღლესი განათლების მისაღებად.

გამოცდაზე გასვლის წინაპირობა[რედაქტირება]

გამოცდაზე გასვლის ერთგვარ საშვს წარმოადგენს ე.წ. დაშვების ფურცელი, სადაც რომელიმე უნივერსიტეტი ადასტურებს რომ მზადაა სტუდენტად მიიღოს ესა თუ ის პირი. უნდა აღინიშნოს ბოლოს აქა-იქ მომრავლდა ე.წ. „ღია“ DSH-ს შემთხვევებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ დაშვების ფურცლის ქონა ყველგან არაა სავალდებულო და რომ ზოგან ამ გამოცდის ჩაბარება მათაც შეუძლიათ, ვისაც ჯერ არ აუღია სწავლისთვის აუცილებული ეს თანხმობა უნივერსიტეტიდან.

გამოცდა ფასიანია და მისი ღირებულება 60-დან 140 ევრომდე მერყეობს. წარუმატებლობის შემთხვევაში ზოგ უნივერსიტეტი გამოცდაზე ორზე მეტჯერ გასვლის უფლება არ იძლევა, გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ კი უნდა იყოს გასული მინიმუმ სამი თვე. თუმცა აქაც არის გამონაკლისი; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განათლების პოლიტიკა სახელმწიფოს მხარეთა კომპეტენციას წარმოადგენს, შესაბამისად სწავლის უცხოელ მსურველს შეიძლება საკმაოდ განსხვავებული პირობები წაუყენონ ბავარიაში, რაინლანდ-პფალცში, ბერლინში, ან ზაარის მხარეში.

გამოცდის საფეხურები[რედაქტირება]

გამოცდა მოსალოდნელი შედეგის მიხედვით დაყოფილია საფეხურებად – DSH 1-დან, DSH 3-მდე, რომელიც GER-ის მიხედვით დაახლოებით B2-დან C2-მდე დონეებს შეესაბამება. გერმანული შემოკლება GER = Gemeinsamer Europäischer Referenzrahmen ქართულად ითარგმნება როგორც საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩო და უცხოელთა სასწავლებლად დაშვების პროცესში TestDaF-ის (Test Deutsch als Fremdsprache = უცხო ენის ტესტი - გერმანული) მსგავსად TDN-3-დან, TDN-5-მდე არსებულ დონეთა საფეხურებს შეესაბამება და მით ფასდება.

გამოცდის სტრუქტურა[რედაქტირება]

გამოცდა შედგება წერითი და ზეპირი გამოცდისაგან. გამოცდის წერითი ნაწილი წინ უსწრებს ზეპირს. გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა მისი ორივე ნაწილის წარმატებით გავლა, რის შედეგადაც საშუალო შედეგი გამოიყვანება, რაც იმას ნიშნავს რომ გამოცდის ჩამბარებელმა ორივე ნაწილში უნდა მიიღოს DSH 2-ის შესატყვისი შეფასება. ის პირები, რომლებიც DSH 3-ს მიაღწევენ, მაგრამ ზეპირ გამოცდას მაინც DSH 1-ით დაასრულებენ, მიიღებენ გასაშუალოებულ საერთო შედეგს, რომელიც DSH 1-ს შეესაბამება.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, ხოლო აკადემიური წარმატებები შემდეგნაირად ხარისხდება; ა) თუ გამოსაცდელმა პირმა მოცემული ამოცანების დაახლოებით 57% დაძლია, ბ) თუ გადაწყვეტილ ამოცანათა რაოდენობა 66%-სა 88%-ს შორის მერყეობს, გამოსაცდელმა პირმა მიაღწია DSH 2-ის საფეხურს, გ) თუ მართებულად გადაწყვეტილ ამოცანათა რიცხვი 88%-ზე მეტია, სწავლის მსურველის ენობრივი უნარ-ჩვევები უკვე DSH 3 დონის საფეხურს შეესაბამება.

წერილობითი ტექსტის მომზადების პროცესში შეიძლება გამოყენებული იქნეს დუდენის, ან ვარიგის ერთენოვანი ლექსიკონი. გამოცდის ეს ნაწილი მიმდინარეობს სამიდან ოთხ საათამდე და შემდეგს მოიცავს:

  1. აუდიო-ტექსტის გაგება და დამუშავება (Verstehen und Verarbeiten eines Hörtextes)
  2. წერილობითი ტექსტის გაგება და დამუშავება (Verstehen und Bearbeiten eines Lesetextes)
  3. თხზულება (Vorgabenorientierte Textproduktion)
  4. სამეცნიერო-ენობრივი სტრუქტურის გაგება და დამუშავება (Verstehen und Bearbeiten wissenschaftssprachlicher Strukturen)

ეს ოთხი ამოცანა შეიძლება კომბინირებული იქნეს. აუცილებელია, რომ სამივე სფეროს მიხედვით იქნეს შემოწმებული სწავლის გაგრძელების მსურველის ენობრივი კომპეტენცია.

აუდირება[რედაქტირება]

გამოცდაზე დასაძლევ ამოცანებს მიეკუთვნება აგრეთვე „აუდიო-ტექსტის გაგება და დამუშავება“, სადაც სწავლის მსურველმა უნდა დამტკიცოს რომ გააჩნია უნარი გაიგოს ლექციები და მოხსენებები სამეცნიერო სფეროდან, შესძლოს გულისყურით მისდიოს რეფერირებულ ტექსტებს, შესწევდეს უნარი გააკეთოს აზრობრივად გამართული შენიშვნები და მოსმენილი ტექსტის ნებისმიერ პასაჟზე სპონტანურად გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება – დაეთანხმოს, ან პირიქით, დისტანცირება მოახდინოს მიღებულ ინფორმაციის მიმართ.

აუდიო-ტექსტი შეიცავს 50-დან 100-მდე პწკარს. ტექსტის პრეზენტაციამდე ხდება თემის გამოცხდება. ტექსტი წაიკითხავენ ერთხელ, ან ორჯერ. საკუთარი სახელებს, განსაკუთრებით კი არაგერმანულ გეოგრაფიულ და პიროვნებათა სახელებს დაფაზე დაწერენ. მსმენელს უფლება აქვს ცალკე ფურცელზე ჩაინიშნოს მისთვის საყურადღებო აზრები. ბოლოს კი მსმენელმა, მომავალმა სტუდენტმა უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები:

  1. გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებზე (Beantwortung von Fragen)
  2. გადმოსცეს მოსმენილი ტექსტის შინაარსის (Wiedergabe oder Zusammenfassung des Textes)

შეფასებისას უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ნაწერის შინაარსობრივი ხარისხი (ტექსტის გასაგებობა, წერილობით ფორმულირებული აზრის სიცხადე) და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ენობრივ კორექტულობას (მაგ. გრამატიკულ, ან ფრაზეოლოგიურ ავთენტურობას, ანუ უზუალურ სიზუსტეს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]