გერმანიის ფედერალური კანცელარია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანიის ფედერალური კანცელარია
Bundeskanzleramt

ახალი ფედერალური კანცელარია
კოორდინატები 52°31′12″ ჩ. გ. 13°22′10″ ა. გ. / 52.52000° ჩ. გ. 13.36944° ა. გ. / 52.52000; 13.36944
არქიტექტურული სტილი პოსტმოდერნისტული
მდებარეობა ბერლინი
მისამართი Willy-Brandt-Straße 1, 10557 Berlin
მფლობელი გერმანიის მთავრობა
დაიწყო 1997
გაიხსნა 2001
ფართი 12,000 მ²
აშენების ღირებულება 465 მილიონი მარკა
არქიტექტორ(ებ)ი აქსელ შულტესი, შარლოტა ფრანკი
სხვა დიზაინერები Royal BAM Group; Acciona
საიტი http://www.bundeskanzleramt.de

გერმანიის ფედერალური კანცელარია (გერმ. Bundeskanzleramt) — გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ბერლინში 2001 წლიდან.

ისტორია[რედაქტირება]

  • ბერლინი 1871–1945. კანცელარია დაარსდა 1871 წელს როგორც გერმანიის იმპერიის რაიხსკანცელარია (გერმ. Reichskanzlei) და თავიდან განთავსებული იყო ვილჰელმშტრასეს 77 ნომერში თავადი ანტონი რაძვილის ყოფილ სასახლეში (ასევე ცნობილია როგორც რაიხსკანცლერის სასახლე). 1938–39 წლებში ალბერტ შპეერის პროექტებით აშენდა ახალი რაიხსკანცელარია, რომელიც მდებარეობდა ფოსშტრასეზე. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო შემდგომში საბჟოთა საოკუპაციო ჯარებმა დაანგრიეს.
  • ბონი 1949–1999. ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიის მთავრობა განთავსდა ბონში, ხოლო კანცელარია გადავიდა შაუმბურგის სასახლეში, მანამ სანამ 1976 წელს ახალი კანცელარიის მშენებლობა არ დასრულდა. ახალი ფედერალური კანცელარიის შენობა (გერმ. Bundeskanzleramt) იყო საერთაშორისო სტილის შავი ნაგებობა და წარმოადგენდა მოდერნიზმის მოკრძალებულ მაგალითს. ცალკე შენობაში (გერმ. Kanzlerbungalow) იყო კანცლერის და მისი ოჯახის კერძო საცხოვრებელი 1964–99 წლებში.
  • ბერლინი 1999–2001. 1999 წლის ზაფხულში როგორც გერმანიის მთავრობის ბერლნში გადასვლის ნაწილი კანცელარია დროებით განთავსდა ყოფილი გდრ–ის სახელმწიფო საბჭოს შენობაში, რადგან ახალი კანცელარიის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო.

ბერლინი 2001: ახალი კანცელარია[რედაქტირება]

ახალი ფედერალური კანცელარიის შენობა სპეციალურად კანცლერისთვის და კანცელარიის თანამშრომლებისთვის 1997–2001 წლებში აშენდა და 465 მილიონი მარკა დაჯდა. ეს პოსტმოდერნისტული ნაგებობა არის ბერლინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. მდებარეობს მდინარე შპრეეს ნაპირზე პრაქტიკულად სამთავრობო კვარტლის ცენტრში, მისგან ძალიან ახლოსაა რაიხსტაგი და ბრანდენბურგის კარიბჭე. შენობას უკავია 12,000 კვადრატული მეტრი და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიო ქვეყნების ლიდერების რეზიდენციებს შორის. შედარებისთვის, ახალი კანცელარია თეთრ სახლზე რვაჯერ დიდია.[1] ცენტალური ბლოკის მეშვიდე სართულზე არის მთავრობის სხდომების დარბაზი, მერვე სართულზე განთავსებულია კანცლერის კაბინეტი, ხოლო ბოლო სართულზე ბინა. შენობის მარჯვენა და მარცხენა ფრთებში მდებარეობს კანცელარიის თანამშრომლების კაბინეტები.

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Steven Rosenberg. “Merkel's faces tough EU challenge“, BBC, January 19, 2007. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: