გერიონი
გერიონი (ბერძნ. Γηρυών) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კუნძულ ერითიას მეფე, ქრიზაორეს და ნიმფა კალიროეს შვილი, ექიდნეს ძმა, სამთავიანი და სამტანიანი ბუმბერაზი, რომელსაც მხოლოდ მუცლის არე ჰქონდა მთლიანი. ექვსხელა და ექვსფეხა უზამფარს სამი ფარი ეჭირა და მოწინააღმდეგეს თავზარს სცემდა. ქვეყნიერების უკიდურეს დასავლეთში ჰქონდა საბრძანებელი და კუნძულ ერითეაზე ჰყავდა ოქროსფერი (წითელი) საქონლის ჯოგი, რომელსაც მწყემსავდა ბუმბერაზი ევრიტიონი და დარაჯობდა ორთავიანი ძაღლი ორთროსი. ჰერაკლემ ჯოგი მოსტაცა, ისრები დაუშინა და კომბლით მოუსწრაფა სიცოცხლე.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გერიონი“ ვიკისაწყობში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 113, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
I. ნემეის ლომი II. ლერნეს ჰიდრა III. ერიმანთოსის ტახი IV. კერინიის ფურ-ირემი V. სტიმფალიდები VI. იპოლიტეს სარტყელი VII. ავგეას თავლები VIII. კრეტის ხარი IX. დიომედეს ულაყები X. გერიონის ხარები XI. ჰესპერიდების ვაშლები XII. კერბერი