გერეროს შტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან გერერო (შტატი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერერო
Estado Libre y Soberano
de Guerrero
დროშა
Flag of Guerrero.svg
გერბი
Coat of arms of Guerrero.svg
გერერო, რუკა
ქვეყანა მექსიკა
დედაქალაქი: ჩილპანსინგო
მუნიციპალიტეტი 21
უდიდესი ქალაქი აკაპულკო
შექმნის თარიღი 27 ოქტომბერი 1849
გუბერნატორი კარლოს სეფერინო ტორებლანკა გალინდო
ფართობი 64 281 კმ²
მოსახლეობა (2005) 3 115 202
დროის სარტყელი CST (UTC-6)

გერერომექსიკის შტატი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში. შტატს უკავია მთლიანი ქვეყნის ფართობის 3,3%. შტატს სახელი ეწოდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის – გენერალ ვისენტე გერეროს პატივსაცემად. 2003 წლისთვის, შტატის მოსახლეობა შეადგენდა 3 167 400 კაცს.

შტატის დედაქალაქია ჩილპანსინგო-დე-ლოს-ბრავო. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: აკაპულკო, პეტატლანი, იგუალა, ტაქსკო, სიუატანეხო.

გერეროს მოსახლეობის უმეტესობა ადგილობრივი ინდიელია. გერეროში ყველაზე გავრცელებული ენებია ნაუატლი (38,9%), მიჩტეკო (27%), თლაფანეკო (21,9%) და ამუსო (7,9%). ესპანური შტატის მოსახლეობის მხოლოდ 4,3 პროცენტისათვის არის მშობლიური. იმ ინდიელთაგან კი, ვინც ადგილობრივ ენებზე საუბრობენ, მხოლოდ 29% ფლობს ესპანურს.

გერერო ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ მიმზიდველ შტატს წარმოადგენს. აქ გამოყოფენ სამ მნიშვნელოვან ტურისტულ არეალს, ე.წ. „მზის სამკუთხედს“. პირველი მათგანია აკაპულკო, მეორე – ტაქსკო, კოლონიური ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ვერცხლის ომით და მესამე – იქსტაპა, იგივე სიუატანეხო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]