გეორგ ეშერიხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეორგ ეშერიხი (გერმ. Georg Escherich; დ. 4 იანვარი, 1870 შვანდორფი, ბავარია, გერმანიის იმპერია – გ. 26 აგვისტო, 1941 მიუნხენი, ბავარია, მესამე რეიხი) — გერმანელი პოლიტიკოსი, „მონადირეთა საბჭოს“ წევრი, წყლისა და ტყის მეურნეობის ისნპექტორი, ბავარიის სახალხო პარტიის აქტივისტი. პროფესიით მეტყევე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1919 წელს კაპიტან ერნსტ რემთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, ბავარიის სამოქალაქო თავდაცვა. 1923 წელს მონაწილეობა მიიღო ადოლფ ჰიტლერის მიერ ორგანიზებულ „ლუდის პუტჩში“. მოგვიანებით დაუპირისპირდა ჰიტლერს და გახდა ავსტრიის ფაშისტური მოძრაობის ერთ–ერთი ცნობილი მოღვაწე. ეს მოძრაობა პროიტალიური იყო. 1933 წელს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მოძრაობა დაშალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Hans Fenske: Konservativismus und Rechtsradikalismus in Bayern nach 1918. Dissertationsschrift. Gehlen, Bad Homburg, Berlin und andere 1969, 340 s.
  • Erwin Rosen: Orgesch. Scherl, Berlin 1921, 120 s.
  • Günther Axhausen (Hrsg.): Organisation Escherich. Die Bewegung zur nationalen Einheitsfront. Weicher, Leipzig und Berlin 1921, 80 s.