გეორგ აგრიკოლა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგ აგრიკოლა
Georgius Agricola.jpg
გეორგ აგრიკოლა
დაბადების თარიღი:

24 მარტი, 1494

დაბადების ადგილი:

გლაუხაუ,

გარდაცვალების თარიღი:

21 ნოემბერი, 1555

გარდაცვალების ადგილი:

ხემნიცი, გერმანია

სამეცნიერო სფერო:

მინერალოგია, მეტალურგია, მედიცინა

გეორგ აგრიკოლა (ლათ. Georgius Agricola; ნამდვილი სახელი და გვარია გეორგ ბაუერი; დ. 24 მარტი, 1494 — გ. 21 ნოემბერი, 1555) — გერმანელი ექიმი, მინერალოგი და მეტალურგი. მუშაობდა ქალაქის ექიმად, ჩეხიის სამთამადნო და მეტალურგიული მრეწველობის ცენტრში — ქალაქ იახიმოვში.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1514-1518 წწ. ფილოლოგიას სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1518-1522 წწ. იყო ცვიკაუში სკოლის რექტორი. 1521 წლიდან ლაიფციგში სწავლობდა მედიცინას.

პირველმა შეადგინა სასარგებლო წიაღისეულის, მისი დამუშავების ხერხებისა და მეტალურგიული პროცსების სისტემატიური აღწერილობა, შეისწავლა 20 ახალი მინერალი და დაადგინა გარეგანი ნიშნების მიხედვით მათი განსაზღვრის მეთოდები, აღწერა მაღაროებში გავრცელებული დაავედებანი, გამოიკვლია მათი გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა ამ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა.

აგრიკოლა პროფესიონალური ჰიგიენის ერთ-ერთი პიონერია. მისი შრომა „სამთო საქმისა და მეტალურგიისათვის“ (დაიწერა 1550, გამოქვეყნდა 1556) ორი საუკუნის მანძილზე ითვლებოდა სამთო ტექნიკისა და მეტალურგიულ სახელმძღვანელოდ. გეორგ აგრიკოლა გარდაიცვალა 1555 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ხემნიცში.

[რედაქტირება] თხზულებები და გამოცემები

  • Bermannus sive de re metallica. Belles Lettres, Paris 1990, ISBN 2-251-34504-3 (Nachdruck der Ausgabe Basel 1530)
  • De re metallica libri XII. Springer, Berlin 2004, ISBN 3-540-20870-4
  • De animantibus subterraneis liber. VDI-Verlag, Düsseldorf 1978, ISBN 3-18-400400-7 (Nachdruck der Ausgabe Basel 1549)
  • De natura eorum, quae effluunt ex terra. SNM, Bratislava 1996, ISBN 80-85753-91-X (Nachdruck der Ausgabe Basel 1546)
  • De natura fossilium libri X. Dover Publications, Mineola, N.Y. 2004, ISBN 0-486-49591-4 (Nachdruck der Ausgabe Basel 1546)
  • 1544: De ortu et causis subterraneorum libri V
  • 1546: De veteribus et novis metallis libri II
  • 1550: De mensuris quibus intervalla metimur liber
  • 1550: De precio metallorum et monetis liber III

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე