გეოგრაფიული ციკლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურათზე მოცემული ტერიტორია წარმოადგენს პენეპლენიზაციის მაგალითს, რომელმაც მეოთხეულში გამყინვარება განიცადა და საბოლოოდ დაბალმთიან პლატოდ გადაიქცა. სწორედ პენეპლენით დასრულდა გეოგრაფიული ციკლის განვითარების სტადია.

გეოგრაფიული ციკლი (ეროზიის ციკლი, ინგლ. Cycle of erosion) — ხმელეთის რელიეფის განვითარების ციკლი, რომელიც გამოიხატება და თანმიმდევრულად იყოფა „ახალგაზრდა“, „მომწიფებული“ და „ძველი“ რელიეფის სტადიების ცვლით. მოძღვრების ფუძემდებელია ამერიკელი გეოლოგი და გეოგრაფი უილიამ მორის დეივისი, რომელმაც მოდელი ჩამოაყალიბა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში.

„ახალგაზრდა“ სტადიაში ტექტონიკური აზევებების შედეგად წარმოიქმნება მთიანი რელიეფი, რომელიც ინტენსიური ეროზიის შედეგად დანაწევრებულია ღრმა და ვიწრო ხეობებითა და მახვილ-თხემებიანი ქედებით; „მომწიფებულ“ სტადიაში ეროზიული და დენუდაციური პროცესების შედეგად ფართოვდება ხეობები, გამომუშავდება მათი ბრტყელი ფსკერი, ფორმირდება წყალგამყოფები და ფერდობები. „ძველ“ სტადიაში დენუდაცია რელიეფს აბრტყელებს პენეპლენამდე, რითაც სრულდება მოცემული ციკლი.

უ. მ. დეივისის მიერ შემუშავებული მოდელი, რომელიც ისტორიულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, დღეისათვის განიხილება როგორც პირველად მიახლოების ცდა. გეოლოგიისა და გეომორფოლოგიის მეცნიერებების განვითარების (განსაკუთრებით 1960-1970 წწ. შემუშავებული „ახალი გლობალური ტექტონიკის“ თეორიის) შემდეგ დადასტურდა მოდელის წინასწარი ხასიათი. უილიამ მორის დეივისის შეხედულებამ გეოგრაფიულ ციკლთა შესახებ დიდი როლი ითამაშა გეომორფოლოგიის განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Davis W. М., Die erklärende Beschreibung der Landformen, Lpz. - B., 1912;
  • Марков К. К., Основные проблемы геоморфологии, М. 1948;
  • Дэвис В. М., Геоморфологические очерки, пер. с англ., под ред. С. Ю. Геллера, Ю. А. Мещерякова и О. К. Парчевского, М., 1962.